ცოტა რამ ჩვენ შესახებ
კონდიციონერის ტექნიკური მომსახურება
ჩვენ ვართ სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც სპეციალიზირებულია კონდიციონერების ტექნიკურ მომსახურებაში. ჩვენი მთავარი მიზანია სწრაფი, ხარისხიანი და გრძელვადიანი სერვისის მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისათვის, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და თანხა ტექნიკის შეცვლაზე.
ვასრულებთ კონდიციონერის დიაგნოსტიკას, პლატისა და ელექტრონული ნაწილის შეკეთებას, ფრეონის სისტემის აღდგენას და ჟონვის ლოკალიზაციას. თუ თქვენი კონდიციონერი აღარ აგრილებს, ხმაურობს ან მუდმივად ითხოვს ფრეონის დამატებას — ჩვენ ვართ სწორედ ის გუნდი, ვინც გადაგიჭრით ამ პრობლემებს.
პარალელურად გთავაზობთ კონდიციონერის სწორ და უსაფრთხო მონტაჟს (დემონტაჟს) — როგორც სპლიტ სისტემების, ისე მულტისპლიტ სისტემების.
რატომ გვენდობიან კლიენტები:
- ზუსტი და სწრაფი დიაგნოსტიკა
- ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის შეკეთება
- პლატისა და კომპრესორის შეცვლა ან აღდგენა
- ფრეონის დატუმბვა და ჟონვის შეკეთება
- ტექნიკის გამართული მუშაობის გარანტია
- ასევე - ხარისხიანი მონტაჟი (დემონტაჟი) და კონსულტაცია
ჩვენთვის მთავარი პრინციპია — სისტემის შეცვლა მხოლოდ მაშინ, როცა შეკეთება აღარ არის შესაძლებელი. ამიტომ, სანამ ახალ კონდიციონერზე იფიქრებდეთ, მოგვმართეთ — შეიძლება ჩვენ მივცეთ მეორე სიცოცხლე თქვენ ძველ ტექნიკას.
დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ და მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.